1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პრინცი ჰარი შობას სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად არ გაატარებს. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, სასექსის ჰერცოგმა მეფე ჩარლზის მიწვევა უარყო. ამის შესახებ უცხოური გამოცემა ექსკლუზიურად წერს.
ჰარი და მისი მეუღლე მეგანი გასულ თვეში გლოვის პერიოდში ბრიტანეთში იმყოფებოდნენ. ამის მიუხედავად, წყაროებმა განაცხადეს, რომ მათ „არ აქვთ გეგმები“ კვლავ შეუერთდნენ ოჯახს, მათ შორის უილიამსა და მის მეუღლეს ქეითს.
დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, ჰარის მამასთან ურთიერთობა ჰქონდა, ჰარი მამამისს ესაუბრა მისი შვილებისთვის ტიტულების მინიჭების შესახებ.
ცნობისთვის, ჩარლზ III თანახმაა, 3 წლის არჩის და 1 წლის ლილიბეთს პრინცის და პრინცესას წოდება მისცეს, მაგრამ მან უარი თქვა მათთვის „მისი უდიდებულესობის" ტიტულის მიცემაზე. ეს ტიტული არჩის და ლილიბეთის მშობლებსაც ჩამორთმეული აქვთ მას შემდეგ, რაც მათ 2020 წელს სამეფო ოჯახი და დიდი ბრიტანეთი დატოვეს.
ჩარლზ III -ის გადაწყვეტილების გამო, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ძალიან გაბრაზებულები არიან.
დედოფლის გარდაცვალებამ, სამეფო ოჯახის წევრების ტიტულებში ცვლილებები გამოიწვია. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას - ჰარისა და მეგან მარკლის შვილი, არჩი მაუნტბატენ-უინძორი პრინცი გახდა, მისი უმცროსი და, ლილიბეტი კი - პრინცესა.