„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
მეგან მარკლმა და პრინც ჰარიმ სამეფო ტიტულებზე უარი 2020 წლის დასაწყისში თქვეს. როგორც Mirror წერს, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ელისაბედმა სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას შემდეგი სიტყვები უთხრა:
„მადლობა თქვენი გაწეული შრომისთვის. მთელ ჩემს ოჯახს იმედი გვაქვს, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება ბედნიერი და მშვიდობიანი ახალი ცხოვრების დაწყებაში დაგეხმარებათ".
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ III-მ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილებისთვის უმაღლესი ტიტულების მინიჭებაზე უარი თქვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
ჩარლზ III თანახმაა, მიანიჭოს 3 წლის არჩის და 1 წლის ლილიბეთს პრინცის და პრინცესას წოდება, მაგრამ უარს ამბობს მათთვის „მისი უდიდებულესობის“ ტიტულის მიცემაზე
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის დატოვების შემდეგ ეს ტიტული ჩამორთმეული აქვთ პრინც ჰარისა და მეგან მარკლსაც.
ასევე დაგაინტერესებთ:
რა იდუმალ მნიშვნელობას ატარებს მეგან მარკლის ფეხსაცმელზე ამოტვიფრული ინიციალები