„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
ვალერი მელაძემ და ვერა ბრეჟნევამ თურქეთის სასტუმროში კონცერტი გააუქმეს, სადაც რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების წინაშე უნდა გამოსულიყვნენ. ამის შესახებ Port Nature Luxury Resort Hotel & Spa-ს მენეჯერმა განაცხადა.
„მსახიობებმა უარი თქვეს თურქეთში ჩამოსვლაზე. მათ აქ კონცერტები გააუქმეს. თქვეს, რომ უბრალოდ არ შეეძლოთ და ყველა კონცერტი უნდა გაეუქმებინათ“, - ციტირებს მეხუთე არხი სასტუმროს მენეჯერს.
მანამდე მედია წერდა, რომ თურქულმა სასტუმრომ, რომელიც რუსულენოვანი სტუმრებისთვისაა გათვლილი, გააუქმა ბრეჟნევასა და მელაძის გაზაფხულზე და ზაფხულში დაგეგმილი კონცერტები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიზეზი „მსოფლიოში არსებული ვითარებაა“.
წყარო