გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში 63 წლის ქალს 100 000 დოლარის ოდენობის თანხა გამოსძალეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მამაკაცმა, სახელად ჩინვედუ აზანვუმ, ქალს მოატყუა, რომ ცნობილი ამერიკელი მომღერალი იყო და მასთან სასიყვარულო მიმოწერა გააბა, რის შემდეგაც ტურნეს მხარდასაჭერად ჯერ 10 000, შემდეგ კი 90 000 დოლარი გადაარიცხინა.
„გამომძიებლების თქმით, მან თავდაპირველად ქალს, როგორც მისი ლაივ ბენდის მეგობარს, 10 000 დოლარით დახმარება სთხოვა ტურნეს ხარჯების დასაფარად, ორი დღის შემდეგ კი დამატებით 90 000 დოლარი გადაარიცხინა. მან ამ თანხების მისაღებად ორი სხვადასხვა საბანკო ანგარიში გამოიყენა, რომლებიც აზანვუს და მის სავარაუდო თანამზრახველს, ბეზილ ამადის ეკუთვნოდათ”, – წერს ABC სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით.
თაღლითური სქემის მონაწილეები დაკავებული არიან და ბრალი უკვე წარუდგინეს.
ასევე ნახეთ: