პირი, რომელმაც იერუსალიმში ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა, დაკავებულია

იერუსალი

იერუსალიმში, ავტობუსზე თავდამსხმელი დაკავებულია. ის 26 წლის არაბი ამირ სიდაუია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით, დამნაშავის დაკავებას ისრაელის პოლიციის პრესსამსახურიც ადასტურებს.

პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტი პოლიციას თავად ჩაბარდა. სამართალდამცველებს ჩააბარა დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული იარაღი.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ იერუსალიმში, შეიარაღებულმა პირებმა სხვადასხვა ადგილზე ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც მინიმუმ შვიდი ადამიანი დაიღუპა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.