Sky News: ირანელი აქტივისტი ერფან სოლტანი დღეს სიკვდილით არ დასჯილა
1768420685
დუგლას კირკლენდი წარმოშობით კანადელი ფოტოგრაფია. მას მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების ფოტოგრაფადაც იცნობდნენ.
გთავაზობთ ფოტოსესიას კადრს მიღმა მერილინ მონროსთან. ფოტოები, 1961 წლით თარიღდება.
„პირველად, როცა მერილინს შევხვდი გადაღებებზე სასაუბროდ, მე და ჩემი კოლეგები მივედით მის სახლში დოჰენი დრაივზე - ზუსტად იმ კიდეზე, სადაც ბევერლი ჰილსი და ჰოლივუდი ერთმანეთს უკავშირდებიან. თავიდან ის უფრო მეზობელ გოგოს ჰგავდა და არ ჩანდა დიდი სუპერვარსკვლავი. მინდოდა მისთვის სურათები გადამეღო, მაგრამ ჩემი მორცხვი კანადური გზით, არ ვიცოდი ეს როგორ მეთქვა. საბოლოოდ მერილინმა თქვა: „მე ვიცი, რა გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება საწოლი და ჩვენ გვჭირდება თეთრი აბრეშუმის თეთრეული - ისინი უნდა იყოს აბრეშუმის. ფრენკ სინატრას ჩანაწერები და შამპანური Dom Pérignon.“,- იხსენებს ფოტოგრაფი.








