Sky News: ირანელი აქტივისტი ერფან სოლტანი დღეს სიკვდილით არ დასჯილა

ერფან სოლტანი

ირანელი აქტივისტის, ერფან სოლტანის შესახებ უახლესი ინფორმაცია ვრცელდება. Sky News-ის ცნობით, 26 წლის ბიჭი, დღეს, სიკვდილით არ დასჯილა.

ინფორმაციას გამოცემა ოჯახის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.

თუმცა, ოჯახი გამოცემასთან ამბობს, რომ ახალგაზრდა, შესაძლოა, სიკვდილით ნებისმიერ დროს დაისაჯოს.

ცნობისთვის, 26 წლის აქტივისტი ერთ-ერთი პირველია, ვისაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ერფან სოლტანი გასულ ხუთშაბათს დააკავეს და ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ცნობით, კეზელ ჰესარის ციხეში იმყოფებოდა.

ირანში საპროტესტო აქციები, 17 დღეა, გრძელდება. როგორც „სიბიეს ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 12 ათასია და შესაძლოა, 20 ათასსაც აღწევდეს.