1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მალაიზიაში ბავშვი მაქციის სინდრომით დაიბადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მალაიზიელი მონარქები მას სამოთხიდან მოვლენილად მიიჩნევენ.
„სიტყვები არ მყოფნის ამ მოვლენის აღსაწერად",- ამბობს გოგონას მამა, როლანდ ჯიმბაი.
ცნობისთვის „მაქციის სინდრომი" უიშვიათესი დაავადებაა. ამ დროს ადამიანს სხეულზე, მათ შორის სახეზეც, დიდი რაოდენობით თმა ეზრდება. სულ ცნობილია 100-მდე შემთხვევა.
უმეტესად გავრცელებულია ქალებში. 2008 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ტესტოსტერონი ანელებდა თმის ზრდის სისწრაფეს და ზოგიერთ არეში თმის გაცვენასაც უწყობდა ხელს. ასე რომ შესაძლოა ეს ფენომენი განუკურნებად დაავადებათა სიიდან მალე გაქრეს.
ასევე ნახეთ:
„ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემს დრანცას მთელმა ერმა მხარი უნდა დავუჭიროთ“ - კესარია აბრამიძე
„იწყება...“ - ჯარჯი თორაძე თათია შარანგიას ახალ ფოტოს აქვეყნებს