პეტერ მადიარი: ნებისმიერ შემთხვევაში, უნგრეთს მოუწევს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება, მიუხედავად მთავრობის ცვლილებისა

პეტერ მადიარი

„ნებისმიერ შემთხვევაში, უნგრეთს მოუწევს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება, მიუხედავად მთავრობის ცვლილებისა“, - განაცხადა პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა, რომლის პარტიამაც საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა.

„ჩვენ მოგვიწევს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ასევე შენარჩუნდება ჩვენი ენერგოდამოკიდებულებაც... ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა მან ადგილობრივ გაზეთ Népszava-სთან ინტერვიუში.

პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ სურს უკრაინის ინტერესების წარმოდგენა რუსულ მხარესთან დიალოგში. „უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა არავის სურს“, - ხაზგასმით აღნიშნა მადიარმა.