რატომ ავადდებიან ადამიანები კიბოთი და როგორ ჩნდება კიბო ადამიანის ორგანიზმში
1722370770
დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტის ბლოკადას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
კითხვაზე, აკისრებს თუ არა პირადად აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პასუხისმგებლობას დიდი ბრიტანეთის ენერგიის გადასახადებზე ზეგავლენისთვის, სტარმერმა პირდაპირ არ უპასუხა.
მისი თქმით, „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ“, რისი გაკეთებაც შეუძლია, არის დეესკალაციისა და სრუტის გახსნისკენ მოწოდებისთვის ქვეყნების გაერთიანება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამასთან, სტარმერმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ომში არ ჩაერთვება.