1744879827
პესკოვი: უკრაინის შეთანხმების მკაფიო მონახაზი არ არის, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება

უკრაინის შეთანხმების „მკაფიო მონახაზი“ არ არის, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება, – ამის შესახებ კრემლში განაცხადეს.
როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, კრემლი დადებითად აფასებს კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს.
„ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე შეთანხმების მკაფიო მონახაზი, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება ამ შეთანხმებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან, ძალიან დადებითად ვაფასებთ კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს, რომლებიც შედგა“, – განაცხადა პესკოვმა.