ცნობილი ბლოგერი ათასობით მაყურებლის თვალწინ, პირდაპირ ეთერში ტრაგიკულად დაიღუპა
1759265262
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსების მიერ დაბომბვას კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა სისულელე უწოდა.
პესკოვის თქმით, რუსული მხარე მუდმივი კონტაქტი აქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან.
„როგორც თქვენ გესმით, სულ მცირე სისულელეა რუსული მხარის დადანაშაულება მის მიერვე კონტროლირებადი სადგურის დაბომბვაში. რუსული მხარე მუდმივ კონტაქტშია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან. მიღებული ნორმებისა და რეგულაციების შესაბამისად, აცნობებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სადგურში არსებული ვითარების შესახებ“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის იერიშების გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტროქსელიდან გაითიშა და სიტუაცია საგანგებოა.