ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
1747929600
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსული და უკრაინული მხარეები დაინტერესებული არიან, ტყვეთა გაცვლა სწრაფად განხორციელდეს, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესი რთულია, რადგან საჭიროა კონკრეტული ადამიანების სახელებზე შეთანხმება.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა მიმდინარე კვირაში, პესკოვმა აღნიშნა, რომ პროცესი შრომატევადია და გარკვეული დრო სჭირდება.
„ეს საკმაოდ შრომატევადი საკითხია. ბუნებრივია, მუშაობა მიმდინარეობს კონკრეტული სახელების გაცვლაზე, რადგან საუბარია ათასი ტყვის ათასზე გაცვლაზე, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ეს მუშაობა გრძელდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ ოპერატიულად“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა სამხედრო ტყვეების გაცვლა სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებების დროს შეათანხმეს, რომელიც პირველი პირისპირი საუბარი იყო რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის შემდეგ.