პელე მიმართვას ავრცელებს

პელე

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ, რომელიც სან-პაოლოს ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა. 

„მეგობრებო, მინდა ყველანი დაგამშვიდოთ. ძლიერად ვარ, ძალიან იმედიანად და როგორც ყოველთვის, მივყვები მკურნალობას. მინდა მადლობა ვუთხრა მედპერსონალს მზრუნველობისთვის. ღმერთის მწამს და სიყვარულის თითოეული გზავნილი, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ვიღებ, ენერგიით მავსებს. ისევე როგორც ბრაზილიის თამაშის ყურება მსოფლიო ჩემპიონატზე. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

82 წლის პელე კლინიკაში სამშაბათს, საღამოს მოხვდა. ხუთშაბათს მან განმარტა, რომ ეს გეგმური ვიზიტი იყო.

2021 წლის სექტემბერში პელეს სიმსივნე ამოჰკვეთეს. მას შემდეგ ის კლინიკებში რეგულარულად დადის და მკურნალობას აგრძელებს.