პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესხებ, რომ 82 წლის ფეხბურთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. თუმცა, მოგვიანებით პელეს ქალიშვილმა კელი ნასიმენტომ Instagram-ზე განმარტა, რომ მამის კლინიკაში მოხვედრა მის სიმსივნესთან ბრძოლას უკავშირდება, ჰოსპიტალიზაცია კი არც მოულოდნელი იყო და არც სასწრაფო.
„დღეს მედიაში მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დიდი განგაშია. კლინიკაშია, სადაც მედიკამენტებს არეგულიებენ. საგანგაშო არაფერია და არც ახალი საშინელი პროგნოზი გაკეთებულა. ახალ წელს მამასთან ვიქნები და გპირდებით, რომ ფოტოებს გამოვაქვეყნებ“, - დაწერა კელიმ.
2021 წლის სექტემბერში პელეს სიმსივნე ამოკვეთეს. მას შემდეგ ის კლინიკებში რეგულარულად დადის და მკურნალობას აგრძელებს.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051