შეიძლება თუ არა საფლავზე გადაგორებული კვერცხი სახლში წავიღოთ? - ეზოთერიკოსის განმარტება
1745065956
ინგლისში, პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელმაც სასწრაფო უმიზეზოდ 900-ჯერ გამოიძახა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
58 წლის ჰელენ სპენსერს სასამართლომ 15-თვიანი პატიმრობა სასწრაფოს უმიზეზოდ 900-ზე მეტჯერ გამოძახების გამო მიუსაჯა. ქალმა ერთხელ ექიმების დახმარება მაშინაც კი ითხოვა, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა მის სახლში იმყოფებოდა.
BBC-ის ინფორმაციით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ქალი თვეების განმავლობაში სასწრაფოს რეგულარულად იძახებდა, რის გამოც ის მოქალაქეები დაზარალდნენ, ვისაც სამედიცინო დახმარება ნამდვილად სჭირდებოდათ. სასამართლოში ქალის დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თუმცა მოსამართლემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა.