პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პატიმრების გაცვლა რუსეთსა და უკრაინას შორის სექტემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა, მიუხედავად „ეფესბეს“ წინააღმდეგობისა, რომელსაც რუსეთში საზოგადოების პროტესტის ეშინოდა. ამის შესახებ Washington Post-ი უკრაინელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები შეაშფოთა ფაქტმა, რომ გაცვლის შედეგად ოთხჯერ მეტი უკრაინელი გათავისუფლდა, ვიდრე რუსი.
თითქმის 300 ადამიანის გაცვლა შედგა, რომელიც მოიცავდა 215 უკრაინელის, 55 რუსის, ვიქტორ მედვედჩუკისა და 10 უცხო ქვეყნის მოქალაქის გათავისუფლებას, მათ შორის ორი ამერიკელის.
„ეფესბე“ სრულიად წინააღმდეგი იყო. მათ ესმოდათ, თუ როგორი იქნებოდა ეს გარიგება საზოგადოებისთვის“, - თქვა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით.
შეთანხმების პირობების თანახმად, რუსეთმა გაათავისუფლა ხუთი მეთაური, რომლებიც მარიუპოლის დაცვას ხელმძღვანელობდნენ. მათ არ შეუძლიათ ომის დასრულებამდე თურქეთის დატოვება, მაგრამ ისინი არ არიან ციხეში და თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით.