პატარძალი ქორწილისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა (უცხოეთი)

პატარძალი

პატარძალი საკუთარ ქორწილში, ცერემონიისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა ბრაზილიაში, სან-პაოლოში მოხდა. 2016 წელს, სილვას მომავალი მეუღლის გაოცება სურდა, ამიტომ გადაწყვიტა ცერემონიაზე  ვერტმფრენით მისულიყო. სამწუხაროდ, ეს მონდომება სავალალოდ დასრულდა. ვერტმფრენი ქორწილის ადგილიდან ერთი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

პატარძლის ბოლო მომენტების ამსახველი ვიდეო კადრები დიდი ხანია ვრცელდება ინტერნეტში.

კადრებში ჩანს, რომ სილვიასთან ერთად ვერტმფრენში სხედან მისი ძმა, პილოტი და 6 თვის ორსული ფოტოგრაფი. ოთხივე მათგანი იღიმება კამერის წინაშე, სანამ ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლება.

კადრებში ჩანს, რომ ვერტმფრენი გარშემორტყმულია ნისლით. შემდეგ კამერის კადრები არასტაბილური ხდება და ვიდეო გრძელდება, როდესაც ვერტმფრენი მიწაზე ეცემა. შემთხვევის შედეგად, ყველა მგზავრი გარდაიცვალა. 

სან-პაოლოს პოლიცია თვლის, რომ ვერტმფრენი სავარაუდოდ ხეს დაეჯახა წვიმის, ნისლის და ცუდი ხილვადობის გამო. ვერტმფრენი ტყის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

Globo-ს ანგარიშის მიხედვით, ვერტმფრენი თავდაპირველად კარგი ხილვადობით აფრინდა, მაგრამ დაახლოებით 21 წუთის შემდეგ ამინდი გაუარესდა, რამაც ხედვა გაართულა.