ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
საფრანგეთის პოლიციამ პარიზის მახლობლად, ფონტებლოს ტყეში ხანძრის „განზრახ ან გაუფრთხილებლობით გაჩენის“ ეჭვით ორი პირი დააკავა.
საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილიდან ერთ-ერთი 18 წლისაა და მას ნასამართლობა არ აქვს. დაკავებისას ახალგაზრდას ხელები ჭვარტლით ჰქონდა დაფარული, თან კი სანთებელა აღმოაჩნდა.
ხანძარი პარიზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 60 კილომეტრში მდებარე ფონტენბლოს კომუნის მახლობლად მდებარე ტყეში 12 ივლისს გაჩნდა. ხელისუფლების მონაცემებით, დაიწვა 1300 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი. უსაფრთხო ადგილას დაახლოებით ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ასევე დაიკეტა რამდენიმე ავტომაგისტრალი.
ადგილზე 600-მდე მეხანძრე მუშაობდა, რომლებიც ცეცხლთან ბრძოლას ღამითაც აგრძელებდნენ. საგანგებო სამსახურებმა წყლის ჩამოსასხმელად გამოიყენეს Canadair-ის ტიპის ოთხი თვითმფრინავი, ასევე ორი Dash-ის ტიპის თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი. სამაშველო ოპერაციების მეთაურის, ჟან-მარკ სიკარის განცხადებით, ჯამში 187 ჩამოცლა განხორციელდა.