ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა მეინის შტატში 26 წლის მიგრანტი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც „სიენენი“ წერს, მოკლული კოლუმბიელი მამაკაცი ჯოან სებასტიან გუერეროა. შემთხვევა ქალაქ ბიდფორდში, 13 ივლისს მოხდა.
სათვალთვალო კამერების კადრებში ჩანს, რომ თეთრი ავტომობილი ბიდფორდის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე წრეზე მოძრაობდა, ხოლო ორი ქვეითი პირი ცდილობდა მისი გაჩერებას, სანამ თეთრმა ჯიპმა მანქანას არ დაარტყა. ამის შემდეგ, პირებმა, სავარაუდოდ, საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა მანქანა ალყაში მოაქციეს, ერთ-ერთმა მათგანმა მძღოლს იარაღი დაუმიზნა, შემდეგ კი მისი უკვე სხეული მანქანიდან ქუჩაზე გადმოიტანეს.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა, რომ აგენტმა იარაღი „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის“ გამოიყენა, თუმცა არ დააკონკრეტა, რატომ მიიჩნია მამაკაცი საფრთხედ.
ცნობისთვის, მანამდე ტეხასში აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა კიდევ ერთი მიგრანტი მოკლეს.