პარიზის მეტროში მამაკაცი სამ ქალს ცივი იარაღით დაესხა თავს

პარიზი

პარიზის მეტროში მამაკაცი სამ ქალს ცივი იარაღით დაესხა თავს და ჭრილობები მიაყენა.

შემთხვევა სხვადასხვა მეტროსადგურში მოხდა.

ორ დაშავებულს ჭრილობები ზურგის არეში, ერთს კი ფეხზე აქვს მიყენებული. ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა. ის 25 წლის მალელი წარმოშობის პირია, რომელიც სექსუალური თავდასხმისა და ქურდობისთვის 2024 წელს იყო დაკავებული. გათავისუფლების შემდეგ მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა დეპორტაცია სამოგზაურო დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემის გამო არ მოხდა.