ლიზ ტრასი: ბრიტანეთში 400-ზე მეტი სააგენტო მუშაობს, რომლებიც სახელმწიფო მმართველობის მთავარ ასპექტებს აკონტროლებენ, საცხოვრებელი პოლიტიკით დაწყებული, კლიმატისა და მიგრაციის პოლიტიკით დასრულებული

ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებით, ქვეყანაში 400-ზე მეტი სააგენტო მუშაობს, რომლებიც ანგარიშს არავის აბარებენ, თუმცა სახელმწიფო მმართველობის მთავარ ასპექტებს აკონტროლებენ, საცხოვრებელი პოლიტიკით დაწყებული, კლიმატისა და მიგრაციის პოლიტიკით დასრულებული.

„არსებობს 400-ზე მეტი სააგენტო, რომლებიც ანგარიშს არავის აბარებენ. ისინი სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა ასპექტებს აკონტროლებენ, საცხოვრებელი პოლიტიკით დაწყებული, კლიმატისა და მიგრაციის პოლიტიკით დასრულებული“, - განაცხადა ტრასმა თავისი პოდკასტის მეოთხე ეპიზოდში.

მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი უწყება ინგლისის ბანკია, რომელიც ბრიტანელების ფულს აკონტროლებს. ტრასის განცხადებით, ინგლისის ბანკი დიდი ხანია ჩამოყალიბდა, როგორც ქურდების სისტემა.

ტრასის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ჩინეთის, ევროკავშირისა და დავოსის ელიტების მხარესაა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინსტიტუციურად ისრაელის წინააღმდეგაა მიმართული, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო ისლამისტების ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული.