პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 46 ადამიანი

ამიტ შაჰიკ

პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 46 ადამიანი.

ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამიტ შაჰმა განაცხადა, რომ ამაყობს ინდოეთის შეიარაღებული ძალებით.

„მოდის მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ სათანადო პასუხი გასცეს ინდოეთსა და მის მოსახლეობაზე ნებისმიერ თავდასხმას“,- წერს შაჰი სოციალურ ქსელ იქსზე.

ამასთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პაკისტანში თავდასხმების შემდეგ „მსოფლიომ ტერორიზმის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოიჩინოს“.