1746726540
ვაზისუბანში, კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ცნობით, ცეცხლი კორპუსის აივანზე, საკანცელარიო ნივთებს ეკიდა.