პაკისტანის მედია - პაკისტანში სპეცოპერაციის დროს მატარებლის 30 გამტაცებელი მოკლეს და 190 ადამიანი გადაარჩინეს

პაკისტანის მედია

პაკისტანში სპეცოპერაციის დროს მატარებლის 30 გამტაცებელი მოკლეს და 190 ადამიანი გადაარჩინეს.

პაკისტანის მედიის თანახმად, ბელუჯისტანის რეგიონში სპეცოპერაცია გრძელდება.

თავდასხმის ადგილიდან გამოყვანილი 190 ადამიანიდან 37 დაშავებულია.

პაკისტანის მედია წერს, რომ მატარებლის გამტაცებლები კონტაქტზე არიან მათ მხარდამჭერებთან ავღანეთში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმკვლელმა ტერორისტებმა სამ ადგილას მძევლად აიყვანეს ქალები და ბავშვები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია მატარებლის მძღოლი და უსაფრთხოების სამსახურის რვა თანამშრომელი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიამ“ აიღო. გატაცების დროს მატარებელში 450-მდე მგზავრი იმყოფებოდა.