ოთხი სტუდენტის სასტიკი მკვლელობა - გახმაურებულ საქმის ახალი დეტალები

მკვლელი

აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმე კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. აიდაჰოს უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტის მკვლელობიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საქმეს ახალი დოკუმენტური ფილმი და მოულოდნელი სამართლებრივი განვითარება კვლავ აქტუალურს ხდის. გარდაცვლილები არიან: მედისონ მოგენი, კეილ გონკალვესი, ქსანა კერნოდლი და ეთან ჩაპინი.

ოთხი სტუდენტი 2022 წლის 13 ნოემბერს უნივერსიტეტის კამპუსთან ახლოს მდებარე სახლში მოკლული იპოვეს. ოთხივე დანით მიყენებული ჭრილობებით იყო გარდაცვლილი. მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის დასადგენად მასშტაბური გამოძიება დაიწყეს.

საქმეზე საბოლოოდ ბრალი ბრაიან კობერგერს წაუყენეს - კრიმინოლოგიის დოქტორანტს, რომელიც იმ პერიოდში ვაშინგტონის შტატში სწავლობდა. კობერგერმა 2025 წელს დანაშაული აღიარა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

თუმცა 2026 წლის ივლისში საქმეში მოულოდნელი შემობრუნება მოხდა. კობერგერმა განაცხადა, რომ სურდა დანაშაულის აღიარების უკან წაღება და სასამართლოსგან მისი საქმის ხელახალი განხილვა მოითხოვა. იგი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და აღიარებამდე მასზე მცდარმა დაპირებებმა და დეზინფორმაციამ იმოქმედებდა.

საქმის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის Netflix-ის ახალი სამნაწილიანი დოკუმენტური სერიალი „The Idaho Murders: College Nightmare“, რომელიც 2026 წლის ივლისში გამოვიდა. ფილმი ყურადღებას განსაკუთრებით ოთხივე მსხვერპლის ცხოვრებაზე, მათ ოჯახებზე და მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს.

დოკუმენტურ ფილმში ასევე განხილულია კობერგერის წარსული, მისი ინტერნეტში განხორციელებული ძიებები და ის გარემოებები, რომლებიც გამოძიებისთვის საინტერესო გახდა. ამასთან, მკვლელობის ზუსტი მოტივი დღემდე საჯაროდ დადგენილი არ არის - კობერგერს თავად არ აუხსნია, რატომ ჩაიდინა დანაშაული.

საქმის კიდევ ერთი შემაშფოთებელი დეტალი ის არის, რომ გამოძიების მიხედვით, ოთხივე სტუდენტი უკვე გარდაცვლილი იყო იმ დროისთვის, როდესაც გადარჩენილმა თანამაცხოვრებელმა კობერგერი სახლიდან გასვლისას დაინახა. ახალი მასალები კვლავ აჩენს კითხვებს იმ ღამის მოვლენების ქრონოლოგიისა და გამოძიების ცალკეული დეტალების შესახებ.