„არ მენანები, შენ დანაშაულს არასდროს აღიარებ…“ - რას წერს ჯორჯინა
1769106385
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და აღნიშნა, რომ „ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს თქვენს საომარ ძალისხმევას“.
„მეჩვენება, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ურთიერთგაგების მიღწევას. მე ვარ თავისუფალი ადამიანი, რომელიც უნგრელ ხალხს ემსახურება. თქვენ კი ხართ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი პირი, რომელიც უკვე მეოთხე წელია ვერ ახერხებს ან არ სურს ომის დასრულება - მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამისთვის ყველა შესაძლო დახმარება გაგიწიათ.
ამიტომ, რაც უნდა მეპირფეროთ, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს თქვენს საომარ ძალისხმევას. უკრაინელ ხალხს კი კვლავაც შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს. გავაგრძელებთ თქვენი ქვეყნის მომარაგებას ელექტროენერგიითა და საწვავით, ასევე კვლავაც დავეხმარებით უკრაინიდან ჩამოსულ ლტოლვილებს.
დანარჩენს თავად ცხოვრება დაალაგებს და ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.