1731445216
One Direction-ის მომღერლის ლიამ პეინის გარდაცვალების საქმეზე ბრალი სამ პირს წაუყენეს
გასულ თვეში One Direction-ის მომღერლი, ლიამ პეინი, გარდაიცვალა. თავდაპირველი ვერსიით ეს სუიციდი იყო, მაგრამ ახლახან გარდაცვალების საქმეზე სამ პირს წაუყენეს ბრალი.
ხუთშაბათს გამოცხადდა, რომ სამ ეჭვმიტანილზე ოფიციალურად მიმდინარეობს გამოძიება. როგორც პროკურორები აცხადებენ, ეჭვმიტანილებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დადასტურებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა შორის სასტუმროს თანამშრომელიცაა.
ინციდენტის შემდეგ, პროკურორებმა ჩატარებულ გამოძიებაზე საჯარო განცხადება გააკეთეს. მათი აზრით სიკვდილის მიზეზი თვითმკვლელობა არ ყოფილა.
„მდგომარეობაში, რომელშიც ლიამი იყო, მან არ იცოდა და ვერც ხვდებოდა რას აკეთებდა. გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩატარდა ამომწურავი და ზედმიწევნითი საგამოძიებო მოქმედებები მომღერლის გარდაცვალების გარემოების დასადგენად. პროკურატურამ სასტუმროს პერსონალი, ლიამის ოჯახი, მეგობრები და საქმეზე მომუშავე სამედიცინო ექსპერტები გამოიკითხა",- ვკითხულობთ განცხადებაში
ლიამ პეინის ტრაგიკული გარდაცვალებაზე გამოძიებამ მნიშვნელოვნად იცვალა მიმართულება, რადგან გაანალიზდა 800 საათზე მეტი ვიდეო კადრები სასტუმროსა და მიმდებარე ქუჩების უსაფრთხოების კამერებიდან.
პროკურორებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მომღერლის არგენტინაში ყოფნის დროს ყოველდღიურად იმყოფებოდა ლიამთან ერთად. მეორე, სასტუმრო Casa Sur Palermo-ს თანამშრომელია. რაც შეეხება მესამე ბრალდებულს, ის სავარაუდოდ ნარკოტიკების მიმწოდებელია. ბუენოს-აირესში გამოძიება გრძელდება, საქმეში არსებული ნივთმტკიცებების გამოკვლევა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ცნობისთვის, მომღერლის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, თაყვანისმცემლებმა წამოიწყეს პეტიცია, რომელიც მოითხოვს კანონმდებლობის ცვლილებას ისე, რომ მომღერლების ფსიქიკური ჯანმრთელობა იყოს დაცული. Change.org-ის პეტიცია, მოუწოდებს კანონმდებლებს ინდუსტრიის მანკიერებებისგან დაიცვან მომღერლები და მსახიობები. ჯერჯერობით ონლაინ პეტიციას 134 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ძირითადი მოთხოვნებია, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმება, სამუშაო საათების შემცირება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების ჩართუ