1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
კრემლის პროპაგანდისტი ოლეგ გაზმანოვი, რომელიც პირველივე დღიდან მხარს უჭერდა რუსულ აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე, ამჯერად, თავის მართლების რეჟიმშია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, გაზმანოვის ვაჟი, როდიონ გაზმანოვი უარს ამბობს ომში მონაწილეობაზე და რუსული არმიის რიგებში გაწევრიანებაზე.
ამ დრომდე უცნობია, მიუვიდა თუ არა ოფიციალური გაწვევა როდიონ გაზმანოვს, რომელიც მამის მსგავსად, რუსული აგრესიის მომხრეა. ამ თემაზე თავის მართლება მოუწია თავად 71 წლის გაზმანოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ შვილს, უბრალოდ, საბრძოლო უნარები არ აქვს: „ჩემი შვილი ომში არ წავა, ბრძოლა არ იცის“ – ამბობს რუსი პროპაგანდისტი ამ ფაქტის კომენტირებისას.