ომის შედეგად გამოწვეული ტოქსიკური დაბინძურება ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნდება და შესაძლოა მილიონობით ადამიანი დააზიანოს

ირანი

თეირანთან ახლოს, ნავთობის საცავებზე საჰაერო თავდასხმების შედეგად, ტოქსიკური დამაბინძურებლები გამოიყო, რომლებმაც შესაძლო ათწლეულების განმავლობაში, მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს.

მედიის ცნობით, ნავთობპროდუქტების წვის და რაკეტების აფეთქებების შედეგად, ჰაერში მძიმე მეტალები და ქიმიკატები გამოიყო, რომლებიც წვიმის ღრუბლებს შეუერთდა და ქალაქის თავზე "შავი წვიმა" გამოიწვია.

ექსპერტების ანალიზით, დაბინძურებამ შეიძლება ფილტვები და სხვა ორგანოები დააზიანოს, გაწმენდა კი რთული და ძვირი იქნება.

ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ, CEOBS-მა, რომლის მიზანი ომის გარემოსდაცვითი და ჰუმანიტარული ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად 300-ზე მეტი ინციდენტი გამოავლინა, რომლებიც გარემოსდაცვით რისკს წარმოადგენენ.

რაკეტები და ბომბები შეიცავს მძიმე მეტალებს და სხვა ტოქსიკურ დამაბინძურებლებს, რომლებიც აფეთქების ან შეჯახებისას ჰაერში, ნიადაგსა და წყალში გამოიყოფა, ხშირად იქ ათწლეულების განმავლობაში რჩება და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათი გაწმენდა რთული და ძვირია.

"ბევრი ადამიანი დაბინძურების ზემოქმედების ქვეშაა და კვლავაც დარჩება", - თქვა კონფლიქტებისა და გარემოს ობსერვატორიის (CEOBS) გენერალურმა დირექტორმა დაგ ვეირმა.

მისივე თქმით, თეირანთან ახლოს ნავთობის საცავების ობიექტებზე ისრაელის დარტყმა ამ ომის ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი დაბინძურების ინციდენტი იყო.

წყარო: Bloomberg