1740372372
ომის დაწყების შემდეგ პირველად - უკრაინულ პორტში მარცვლეულის აფრიკაში ექსპორტისთვის ჩასული გემი ჩამოდგა

უკრაინაში, „პივდენეს“ პორტში (ე.წ. სამხრეთის პორტი) ჩამოდგა აფრიკული გემი, რომელიც, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის პირველ პარტიას გაიტანს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
„სატვირთო გემი Brave Commander პივდენეს საზღვაო პორტშია. ძალიან მალე, უკრაინული მარცვლეული ეთიოპიას მიეწოდება“, - დაწერა Twitter-ზე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა.
ეთიოპიაში ხორბლის გასატანად, გემის დატვირთვა უკვე იწყება. გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ეს იქნება პირველი გემი, რომელიც უკრაინიდან აფრიკაში სურსათს გაიტანს.
მრავალი თვის განმავლობაში, რუსეთი უკრაინის პორტებს ბლოკავდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტის ექსპორტს ვერ ახერხებდა.
The cargo ship BRAVE COMMANDER arrived at the Pivdennyi Sea Port. Very soon 🇺🇦 grain will be delivered to Ethiopia 🇪🇹.
— Oleksandr Kubrakov (@OlKubrakov) August 12, 2022
🌏 supports 🇺🇦 in fight against #RussianAggression & we do all possible to prevent global hunger crisis. #TogetherStronger pic.twitter.com/FL2IuwvBzx