„ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება და +40 გრადუსსაც მიაღწევს“ - ივლისის ამინდის პროგნოზი სრულად
1782763266
ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევით გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს.
გერმანული მხარე პრეზიდენტის უკრაინის ვიზიტის საორგანიზაციო საკითხებით არის დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ელჩი უკრაინაში ანკა ფელდგუზენი „უკრინფორმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
„ჩემი კოლეგები გერმანიაში ამაზე მუშაობენ, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით. მე სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ფედერალური პრეზიდენტის შტაინმაიერის უწყებაში, ანუ მე მასთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, ეს ვიზიტი შედგება“, - განაცხადა ანკა ფელდგუზენმა.
მოცემული მომენტისთვის ელჩი არ აკონკრეტებს ვიზიტის ზუსტ თარიღს და გამოხატავს იმედს, რომ ეს მალე მოხდება.