ომის დაწყებიდან 2025 წლის მარტის ბოლომდე უკრაინაში, სულ მცირე, 12 910 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

ომი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ 2025 წლის მარტის ბოლომდე უკრაინაში, სულ მცირე, 12 910 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გაეროს მიერ დადასტურებულ ომის მსხვერპლთა შორის 682 ბავშვია. ამის შესახებ განცხადება გაეროს საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ტომ ფლეტჩერმა გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაახლოებით 30 700 ათასი ადამიანი დაშავდა.

ფლეტჩერმა ხაზი გაუსვა, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.