„თბილისი ენერჯი“ გაზის შეწყვეტის შესახებ აბონენტებს აფრთხილებს - დეტალები
1763023124
რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ჩვეული პრაქტიკის გამო, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კვლავ ჩაიშალა. ამის მიზეზად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული მხარის მიერ მოლაპარაკებების მაგიდასთან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემის კვლავ წამოწევას ასახელებს.
აღინიშნა ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით სოხუმში აეროპორტის ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება და რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედება.
"საქართველოს დელეგაციამ დააყენა ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ადგილზე არსებულ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებასთან რაც, პირველ რიგში, მომდინარეობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნისგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განხილული იყო მთელი რიგი საკითხები, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მილიტარიზაცია და ადამიანის უფლებათა დარღვევები ყველა მიმართულებით", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.