ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აფეთქება მოგვიწევს - დონალდ ტრამპი

ტრამპი

ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აფეთქება მოგვიწევს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰკითხეს, დათანხმებოდა თუ არა შეთანხმებას, რომელიც ირანსა და ომანს ჰორმუზის სრუტეზე ერთობლივი კონტროლის საშუალებას მისცემს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა მთავრობის კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, სრუტე ყველასთვის ღია უნდა იყოს და მისი კონტროლი არცერთ ქვეყანას არ უნდა შეეძლოს. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ აშშ მას „ზედამხეველობას გაუწევს“.

„სრუტე ყველასთვის ღია იქნება. მას არავინ გააკონტროლებს. ჩვენ მას ზედამხედველობას გავუწევთ, მაგრამ მას არავინ გააკონტროლებს. ეს ჩვენი მოლაპარაკებების ნაწილია. მათ მისი კონტროლი სურთ. ეს საერთაშორისო წყლებია და ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აფეთქება მოგვიწევს. მათ ეს ესმით. ისინი კარგად იქნებიან“, – აღნიშნა ტრამპმა.