ექიმებმა "ჩუმი" კიბოს მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს
1713382118
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ პუტინი უკრაინაში დამარცხდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, პუტინს სურდა მთელი უკრაინის დაპყრობა და მარიონეტული რეჟიმის დამყარება, კიევის ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების თავიდან აცილება და ნატოს დასუსტება.
„დღეს ნატოს ორი ახალი წევრი ჰყავს: შვედეთი და ფინეთი. ყველა დიდ ინვესტიციას დებს თავდაცვის შესაძლებლობებში. უკრაინა სტაბილური სახელმწიფოა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დგას. მას ჰყავს ჩვენ მიერ აღჭურვილი ძლიერი არმია, რომელიც გმირულად იცავს თავს პუტინის ჯარებისგან. ახლა საუბარია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის საფუძვლის შექმნაზე“, - დასძინა ოლაფ შოლცმა.