ვაგზალზე გაჩენილი ხანძრის გამო, იქვე მდებარე კლინიკა განცხადებას ავრცელებს
1745993914
ხერსონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსმა დამპყრობლებმა ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს.
პროკუდინის ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. „რუსული არტილერიის დღევანდელი სამიზნე ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტია. დაშავდა ორი ადამიანი - 41 წლის ქალი და 25 წლის კაცი. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში მრავლობითი ჭრილობებით გადაიყვანეს“, - იტყობინება პროკუდინი.