პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მამაკაცი ომით განადგურებულ უკრაინაში კბილების გასაკეთებლად წავიდა. მიზეზი კი ის იყო, რომ უკრაინაში კბილების გაკეთება უფრო იაფია.
58 წლის სასოწარკვეთილი რიჩარდ ჰოუ, ბრიტანეთის კლინიკაში ცდილობდა შეხვედრის დაჯავშნას, მაგრამ ბოლოს კიევში წავიდა.
რიჩარდმა დარეკა ელიში სტომატოლოგიურ ოპერაციაზე, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ ამ დროსითვის ახალ პაციენტებს ვერ მიიღებდნენ.
მან თქვა: ”ეს უბრალოდ აჩვენებს, თუ რამდენად არეულია ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სტომატოლოგიური მიმართულება ახლა ბრიტანეთში“
ამასთან, მამაკაცს უთხრეს, რომ მსგავსი ოპერაციისთვის დიდ ბრიტანეთში 1000 ფუნტის გადახდა მოუწევდა. მისი ხარჯები კი კიევში წასვლის შემდეგ ამ ღირებულების ნახევარზე ნაკლები გამოდიოდა.
რიჩარდი ჯერ პოლონეთში ჩავიდა, შემდეგ კი 13 საათი კიევამდე მატარებლით იარა. მამაკაცმა გაიარა გზა, რომელსაც რეგულარულად ურტყამს რუსული რაკეტები.
ჩასვლის შემდეგ იგი იძულებული გახდა დაეცვა კომენდანტის საათი 11 საათიდან დილის 5 საათამდე.
„საჰაერო სირენები დღეში ორ-სამჯერ ირთვებოდა, მაგრამ ადგილობრივები ამას უკვე მიჩვეულები იყვნენ, ამიტომ საკმაოდ მშვიდად იყვნენ“,- ამბობს მამაკაცი.
როგორც უცხოური მედია წერს, რიჩარდი 12 წელი უკრაინაში ცხოვრობდა და მას დედაქალაქში სახლიც ჰქონდა.