1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
The New York Times-ის ინფორმაციით, კომპანია „ოუშენ გეითის“ [Ocean Gate] დამფუძნებელი, სტოქტონ რაშზე, რომელიც ამჟამად ატლანტის ოკეანეში, დაკარგულ ტურისტულ წყალქვეშა ნავში იმყოფება, „ტიტანიკის“ მგზავრების შთამომავლის ოჯახის წევრია.
აღსანიშნავია, რომ სტოქტონ რაშის მეუღლის, ვენდი რაშის წინაპრები „ტიტანიკის“ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მგზავრები იყვნენ. ვენდი რაშის შთამომავლების — ისიდორესა და იდას — ტრაგიკული სიტყვარულის ისტორია გადმოცემულია ფილმ „ტიტანიკშიც“. მათი პროტოტიპია მოხუცი წყვილი, რომელიც თავის საწოლზე, ჩახუტებული იძირება გემთან ერთად.
შეგახსენებთ, რომამერიკელი და კანადელი სამხედროები და მაშველები განაგრძობენ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა აპარატის, „ტიტანის" ძებნას. მასში 5 ადამიანი იმყოფება. წყალქვეშა აპარატში ჟანგბადის მარაგი რამდენიმე საათში იწურება.
კომპანია OceanGate-ის წყალქვეშა აპარატს ტურისტები ატლანტის ოკეანის სიღრმეში ჩაჰყავს აისბერგთან შეჯახების შედეგად 1912 წელს ჩაძირული ცნობილი გემის, „ტიტანიკის“ ფრაგმენტების დასათვალიერებლად. მორიგი ექსპედიცია გასული კვირის ბოლოს დაიწყო. აპარატთან კონტაქტი 18 ივნისს შეწყდა.
ასევე ნახეთ:
👉ტიტანიკის ჩაძირვის ადგილზე დაკარგული წყალქვეშა ნავის ერთ-ერთი მგზავრი ცნობილი მილიარდერი აღმოჩნდა
👉„ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილზე დაკარგული წყალქვეშა ნავის საიდუმლო
👉VIDEO: რიკოთზე მოძრაობა აღდგა - დაწესებულია სპეციალური რეჟიმი