გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ოდესის ხელისუფლებამ ეკატერინე II-ის ძეგლის დემონტაჟი უახლოეს მომავალში დააანონსა.
ოდესაში, ეკატერინე II-ის ძეგლი, რომელიც „არ წარმოადგენს მხატვრული ღირებულებას“, უახლოეს მომავალში დემონტაჟდება, განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა, სერგეი ბრაჩუკმა უკრაინული ტელევიზიის ეთერში. მან დაამატა, რომ ქალაქის დამაარსებლებისადმი მიძღვნილი კომპოზიცია (ძეგლის ნაწილი) მუზეუმში გადავა, იმპერატრიცა კი „უსაფრთხო ადგილს“ იპოვის.
„რაც შეეხება ეკატერინეს ფიგურას, რომელიც ვიღაცისთვის შეიძლება ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ არავითარი ღირებულება არა აქვს, გადავა უსაფრთხო ადგილას, ეს იქნება ზუსტად დემონტაჟი. ის ადგილს იპოვის და იქ იქნება“, - თქვა ბრაჩუკმა.შეგახსენებთ, რომ ოდესაში, იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ძეგლის გარშემო ხის ღობე დამონტაჟდა. ღობის გაყვანის მიზეზად ვანდალიზმის გახშირებული შემთხვევები დასახელდა. შემდეგ დაიწყო მზადება ძეგლის დემონტაჟისთვის.