1790161182
ნიუ იორკში მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს
ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოლაპარაკებები შესავალი განცხადებების გარეშე დაიწყო და დახურულ ფორმატში გრძელდება.
როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჯიევი, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია, ჩრდილოატლანტიკური მიმართულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ გუსაროვი, საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი დრობინინი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.












