ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - არის მსხვერპლი

ავარია

თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. ინფორმაციას 24News.ge ავრცელებს.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.