ნიუ-იორკის მერის ქურთუკი სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა

ზოჰრან მამდანი

ნიუ-იორკის მერი, ზოჰრან მამდანი, საზოგადოებაში, ახალგაზრდებში პოპულარული ბრენდის, Carhartt-ის, ქურთუკში გამოწყობილი გამოჩნდა. ამის შესახებ წერს Harper's Bazaar.

მერს ქურთუკზე ეწერა „ნიუ-იორკის მერი“. გარდა ამისა,  დატანილი ჰქონდა სლოგანი: „არ არსებობს ძალიან დიდი პრობლემები და ძალიან მცირე დავალებები“. მამდანის ქურთუკის ფოტოები სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. მოდის გამოცემებმა მერის სამოსს სტატიები მიუძღვნეს.

34 წლის მამდანი ისტორიაში შევიდა, როგორც მუსლიმური წარმოშობის პირველი მერი და ყველაზე ახალგაზრდა ქალაქის მერი, რომელსაც ეს პოსტი უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში ეკავა.