რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
1767692754
სუვერენულ სახელმწიფოზე ცალმხრივი თავდასხმა წარმოადგენს ომის აქტს და ფედერალური თუ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ.
„დილით მივიღე ინფორმაცია აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაკავების, ასევე, მათი ნიუ-იორკში, ფედერალურ პატიმრობაში გადაყვანის გეგმის შესახებ.
სუვერენულ სახელმწიფოზე ცალმხრივი თავდასხმა წარმოადგენს ომის აქტს და ფედერალური თუ საერთაშორისო სამართლის დარღვევას.
რეჟიმის შეცვლის ეს აშკარა მცდელობა მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფებზე არ ახდენს გავლენას; ის პირდაპირ ეხება ნიუ-იორკელებს, მათ შორის ათიათასობით ვენესუელელს, რომლებიც ჩვენს ქალაქში ცხოვრობენ. ჩემი მთავარი საზრუნავი მათი და თითოეული ნიუ-იორკელის უსაფრთხოებაა. ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და შესაბამისი მითითებების გაცემას“, - აღნიშნა ნიუ-იორკის მერმა.