გუდაური და ბაკურიანი ზამთრის სეზონისთვის მზად არის - უზრუნველყოფილია უსაფრთხოება, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური

ბაკურიანი

გუდაური ზამთრის სეზონისთვის და დამსვენებლების მისაღებად მზად არის. უზრუნველყოფილია უსაფრთხოება, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა. გადადგილება გზებზე თავისუფალია.

იდენტური ვითარებაა ბაკურიანშიც. ამ კურორტზეც უზრუნველყოფილია უსაფრთხოება. ბაკურიანს წელსაც ბევრი დამსვენებელი ჰყავს. სასრიალო ტრასების გარდა, გაზრდილი მობილობის გამო, გზებზე ავტომობილების შეუფერხებლად გადადგილებისთვის ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს კონტროლი და წესრიგი უზრუნველყოფილია.