ნიკოლ ფაშინიანი ყოველთა სომეხთა კათალიკოსს გადადგომისკენ მოუწოდებს

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორეს დაუქორწინებლობის აღთქმის დარღვევაში ადანაშაულებს და მას გადადგომისკენ მოუწოდებს.

„რა უფლება აქვს ჯგუფს, რომელმაც ღვთისმოსაობის აღთქმა დაარღვია და იესო ქრისტეს უღალატა, საუბრობდეს სამართლიანობასა და ნდობაზე? ამ ჯგუფს არ აქვს უფლება წმინდა ეჩმიაძინის სახელით ისაუბროს. მღვდელმთავარი, რომელმაც დედა-ეკლესია შეურაცხყო, უნდა გადადგეს. თუ ის საკუთარი ნებით არ წავა, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის მიმდევრები მას ქრისტიანული წესით გაიყვანენ“, - დაწერა ფაშინიანმა.

მანამდე ფაშინიანმა გარეგინ მეორე არაერთხელ დაადანაშაულა დაუქორწინებლობის აღთქმის დარღვევაში. კერძოდ, სომხეთის პრემიერ ამტკიცებს, რომ ყოველთა სომეხთა კათალიკოსს უკანონო შვილი ჰყავს.