პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „არმენპრესი“ ავრცელებს.
ამავე ცნობით, აეროპორტში ფაშინიანს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო დახვდა.
სომხური მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
როგორც ცნობილია, ქვეყნების ლიდერები სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, ასევე 2021 წლის 11 იანვრისა და 20 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესრულებას.
20 აპრილს ნიკოლ ფაშინიანი ასევე შეხვდება რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინს და რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოს.