გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება - რას ამბობს ეზოთერიკოსი ხშირ მიწისძვრებზე
1748975142
ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. მისი პარტიის გასვლა სამთავრობო კოალიციის დაშლას გამოიწვევს.
„თავისუფლების პარტიის“ კოალიციიდან გასვლის მიზეზი მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით უთანხმოება გახდა.
ხეერტ ვილდერსის განცხადებით, კოალიციურმა პარტნიორებმა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით მის იდეებს მხარი არ დაუჭირეს.
„არანაირი ხელმოწერა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით ჩვენი გეგმების ქვეშ. „თავისუფლების პარტია“ ტოვებს კოალიციას“, – დაწერა ხეერტ ვილდერსმა სოციალურ ქსელში.
ნიდერლანდებში ანტიისლამური და მიგრანტების მოწინააღმდეგე ხეერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ 2023 წლის ნოემბერში გამართულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მას სხვა პარტიებთან გაერთიანება დასჭირდა.
კერძოდ, მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ კოალიციური შეთანხმება ლიბერალურ-კონსერვატიულ „თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტიასთან“, „ახალ სოციალურ კონტრაქტთან“ და „მოქალაქე ფერმერების მოძრაობასთან“ შექმნა.