გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
Netflix-მა „კალმარის თამაშის“ მოტივებზე შექმნილი რეალითი შოუსთვის მონაწილეების შერჩევა დაიწყო. შესაბამისი განცხადება სტრიმინგ-სერვისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სერიალის მსგავსად, თამაშში მთავარი პრიზისთვის 456 მონაწილე იბრძოლებს. თუმცა საპრიზო ფონდი 4,56 მილიარდი ვონის ნაცვლად 4,56 მილიონი დოლარი იქნება.
ქასთინგში მონაწილეობის მიღება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ - მთავარი კრიტერიუმი ინგლისური ენის ცოდნაა. ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ რეალითი შოუს ყველა მონაწილე ცოცხალი და უვნებელი დარჩება.
სამხრეთკორეული სერიალი „კალმარის თამაში“ (Squid Game) Netflix-ის მორიგი სენსაცია გახდა. სისხლიანი დრამა მსოფლიოს 90 ქვეყანაში სტრიმინგის ჩარტის სათავეში სულ რაღაც ნახევარ თვეში მოექცა.