1779983638
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის არმიას ღაზის სექტორის 70 პროცენტის დაკავება უბრძანა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის არმიას ღაზის სექტორის 70 პროცენტის დაკავება უბრძანა. ამის შესახებ მან ეინ პრატის ლიდერობის აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.
ნეთანიაჰუს მტკიცებით, ისრაელი ამჟამად არაბული ანკლავის 60 პროცენტს აკონტროლებს.
აუდიტორიის ერთ-ერთმა წევრმა როდესაც დაიძახა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის ტერიტორიის „100 პროცენტი“ უნდა დაიკავოს, ნეთანიაჰუმ უპასუხა: „ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ“, თუმცა არ უარყოფს, რომ საბოლოო მიზანი შესაძლოა, ეს იყოს.
„პირველი 70 პროცენტი. ამით დავიწყებთ“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ზავის გამოცხადების შემდეგ, ისრაელის არმიამ დამატებით ტერიტორიებზე დაამყარა კონტროლი ღაზის სექტორში.











